ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის მიზნით 3 ივნისს „მონტესორი უნივერსის“ თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი „ბავშვთა უფლებები და ძალადობის პრევენცია“.
სწავლების მიზანი იყო:
• ბავშვის უფლებათა კოდექსითა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების გაცნობა;
• ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი იდენტიფიცირების უნარის განვითარება;
• ბავშვთა დაცვის მექანიზმებისა და პროფესიული რეაგირების ვალდებულებების გაცნობა;
• უსაფრთხო, ინკლუზიური და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული გარემოს შექმნის მნიშვნელობის გააზრება;
• პრაქტიკული შემთხვევების განხილვის გზით მონაწილეთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება.