მონტესორი უნივერსი

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

მონტესორის ბაღის არჩევა ბავშვისთვის თავისუფლების მიცემას, მისი უნიკალური, ინდივიდუალური განვითარების უზრუნველყოფას ნიშნავს. აქ პატარები დამოუკიდებლად ფიქრსა და შემოქმედებითად აზროვნებას სწავლობენ.

სწავლა თამაშის საშუალებით – მონტესორის მეთოდი ბავშვს სთავაზობს არა მოსაწყენ, ერთფეროვან სწავლებას, არამედ აქტიურ, ჩართულობაზე დაფუძნებულ გარემოს, სადაც მოსწავლე სიამოვნებით სწავლობს;
ცხოვრებისთვის მომზადება – ბავშვები მხოლოდ აკადემიურ ცოდნას კი არ იღებენ, ცხოვრებისეულ უნარებსაც იძენენ. პასუხისმგებლობა, თვითდისციპლინა, გუნდური მუშაობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება – ეს თვისებები პატარებს ზრდასრულობაშიც გამოადგებათ.

მონტესორის ბაღის მიზანია, ბავშვი იყოს დამოუკიდებელი, თვითდამკვირვებელი, მოტივირებული და ისწავლოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ, როცა ტრადიციული ბაღები, მეტწილად, მასწავლებლის მიერ მართულ სწავლებას ეყრდნობა.  

ტრადიციულ ბაღებში ბავშვები კონკრეტულად განსაზღვრულ სასწავლო გეგმას მიჰყვებიან, ხოლო მონტესორის ბაღში მოსწავლეებს აქვთ თავისუფლება, თავად აირჩიონ აქტივობები და იმუშაონ თავიანთ ტემპში.  

მონტესორის ბაღში ერთ ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ბავშვები სწავლობენ (მაგ. 3-დან 6 წლამდე). ეს მიდგომა უფროსებს პატარების დახმარებისკენ უბიძგებს, რის შედეგადაც ბავშვები სოციალურ უნარებსა და ერთმანეთისგან სწავლის კულტურას ივითარებენ. 
 
კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მოძრაობის თავისუფლებაა. ბავშვებს აქვთ უფლება, თავისუფლად იმოძრაონ კლასში და იმუშაონ მათთვის კომფორტულ სივრცეში. ტრადიციულ ბაღებში ხშირად სტანდარტული განრიგი მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც პატარები დიდი ხნის განმავლობაში სხედან ერთ ადგილზე.

„მონტესორი უნივერსი“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და მისი ინფრასტრუქტურა სრულად მიესადაგება ბავშვის განვითარებასა და უსაფრთხოების ნორმებს.

ბაღის სასწავლო ოთახებში სივრცე სპეციფიკურ ზონებადაა დაყოფილი, რაც სწავლების მოწესრიგებულ პროცესს უზრუნველყოფს და ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებაში ეხმარება.

ბავშვზე მორგებული დიზაინი – შენობის დიდ, ნათელ და მყუდრო სივრცეში ბავშვებს თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობა აქვთ;
ღია სივრცეები და ბუნებრივი განათება – ვიტრაჟული ფანჯრებიდან უხვად შემომავალი დღის სინათლე კონცენტრაციასა და სიმშვიდეს უწყობს ხელს;
დაბალი ავეჯი და ხელმისაწვდომი მასალები – ხის ავეჯი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული. იმისთვის, რომ პატარებმა დამოუკიდებლად შეძლონ სასურველი საგნების გამოყენება, ყველა ნივთი ბავშვებისთვის ადვილად მისაწვდომ ადგილასაა მოთავსებული.

მონტესორის ხის სათამაშოები ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხო, ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული. 

• მონტესორის მეთოდში სათამაშო უბრალოდ გასართობი როდია. ეს განვითარების ინსტრუმენტია. ყურადღებით შერჩეული თითოეული ნივთი ბავშვს მოტორიკის, ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. 
• ხის, ტექსტილისა და ბუნებრივი ელემენტების გამოყენება ამდიდრებს შეგრძნებებს და ხელს უწყობს კონცენტრაციას.

ბაღში უზრუნველყოფილია:

• ვიდეომეთვალყურეობა (გარდა საკლასო ოთახებისა);
• მუდმივი პედაგოგიური ზედამხედველობა;
• მზადყოფნა ავარიული სიტუაციებისთვის (პირველადი დახმარება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ა.შ.).

ბავშვებს დაბალანსებული, ჯანსაღი რაციონი აქვთ. კვება ოთხჯერადია. განსაკუთრებული მოთხოვნების (ალერგია, ვეგეტარიანული ან რელიგიური შეზღუდვები) მქონე ბავშვებისთვის შესაძლებელია ინდივიდუალური მენიუს შედგენა.

ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ ეჩვევა ბაღის გარემოს. პირველ დღეებში მშობელს მასთან ერთად შეუძლია დარჩენა. ადაპტაციის პროცესის პარალელურად ეს დრო თანდათან მცირდება.

ბავშვები სწავლობენ:

• თანატოლებთან ურთიერთობას;
• ემოციების გამოხატვასა და მართვას;
• სოციალური ნორმებისა და წესების დაცვას.

აღმზრდელი პედაგოგები შესაბამისი განათლებისა და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე მასწავლებლები არიან. გავლილი აქვთ ტრენინგი მონტესორის პედაგოგიკაში და გადამზადების დამატებითი კურსები; ამასთან, ფლობენ პირველადი დახმარების უნარებს.

მშობლებს შეუძლიათ:

• დაესწრონ ღია გაკვეთილებსა და ღონისძიებებს;
• ჩაერთონ მშობლების საკომიტეტო შეხვედრებში;
• ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია პედაგოგებთან.

ვიღებთ 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ვმუშაობთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:30-დან 18:30 საათამდე.

1 წლის საფასური 11 800 ლარია. თანხის გადახდა 3 ნაწილად ხდება: 

• I ნაწილი – 590 ლარი (რეგისტრაციის დროს);  
• II ნაწილი – 5606 ლარი (20 აგვისტომდე);
• III ნაწილი – 5606 ლარი (28 დეკემბრამდე).

გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

ფასდაკლება მეორე (უმცროსი) და ყოველ შემდგომ ბავშვზე: -10 %.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
Scroll