აღმოჩენებისა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ზაფხული „მონტესორი უნივერსთან“ ერთად
10-დღიანი საზაფხულო სკოლა – 2026
ზაფხული ბავშვობის ყველაზე ჯადოსნური პერიოდია და სწორედ ამ დროს იქმნება მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება მიგვყვება. მონტესორის გარემოში თითოეული დღე ახალი აღმოჩენა, სიხარული და შინაგანი გაძლიერებაა.
ჩვენი საზაფხულო სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვი:
• სწავლობს თამაშით და არა იძულებით;
• ბუნებრივად იძენს დამოუკიდებლობას;
• მეგობრობს, იკვლევს და ქმნის;
• ზაფხულშიც ინარჩუნებს განვითარების რიტმს.
პროგრამა მიზნად ისახავს პრაქტიკული უნარების განვითარებას და მსოფლიოს შესწავლას სხვადასხვა კონტინენტისა და კულტურის აღმოჩენის გზით. მონტესორის მეთოდზე დაფუძნებული აქტივობებით ბავშვები იმოგზაურებენ ახალ ქვეყნებში, გაეცნობიან იქაურ ბუნებას, მუსიკას, ტრადიციებსა და ცხოვრებას.
პროგრამა მოიცავს:
• პრაქტიკული ცხოვრების უნარების სწავლებას;
• სოციალური უნარებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას;
• კონტინენტების გაცნობასა და გლობალური აზროვნების განვითარებას;
• კულტურული მრავალფეროვნების აღქმას თამაშითა და ხელოვნებით;
• თემატურ ხელნაკეთობებსა და კულინარიულ აქტივობებს;
• მოძრაობით, მუსიკითა და ისტორიებით სწავლას.
კურსის ბოლოს მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
პირობები:
• ასაკი: 3-6 წელი;
• თარიღი: 13-24 ივლისი;
• დრო: 09:30-18:00;
• კვება: ოთხჯერადი;
• ადგილმდებარეობა: „მონტესორი უნივერსი“ (ლისის ტბის მიმდებარედ);
• ღირებულება: 720 ლარი (დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი.
რეგისტრაციის ან/და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: +995 577 900515
ელფოსტა: info@montessori-universe.com