მონტესორი უნივერსი

სწავლების მეთოდი

მეთოდოლოგია ეყრდნობა:

• კანონს საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ და შესაბამისად განსაზღვრულ სტანდარტებს;
• ბაღის მიზანს, ხედვასა და ღირებულებებს;
• სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების „მონტესორი უნივერსი“ დამფუძნებელი ორგანიზაციის/ფრანჩაიზინგის გამცემი ორგანიზაციის/კომპანიის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ სახელმძღვანელო მიმართულებებს;
• გზამკვლევს „სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევი“;
• გზამკვლევს „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“. 

„მონტესორი უნივერსის“ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კურიკულუმის ჩარჩო წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურასა და შინაარსს. ეს ჩარჩო შემუშავდა Montessori Kids Universe-ის (MKU) ექსკლუზიურ ფრანჩაიზინგპროგრამაზე Montessori Kids Universe DaVinci Kids დაყრდნობით და ადაპტირებულია საქართველოს ადგილობრივი კონტექსტისა და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. 

დოკუმენტი მოიცავს პროგრამის თეორიულ საფუძვლებს, მიზნებსა და შინაარსის კომპონენტებს; ასევე აღწერს მისი დანერგვის პრინციპებს, კურიკულუმის მეთოდოლოგიას, ფიზიკურ გარემოსა და საგანმანათლებლო რესურსებს, შეფასების სისტემასა და სხვა საკვანძო ასპექტებს. 

კურიკულუმის ჩარჩოს მიზანია, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, ბავშვზე ორიენტირებული და მისი განვითარების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი, რომელიც შეესაბამება როგორც მონტესორის განათლების პრინციპებს, ისე საქართველოს სკოლამდელი განათლების მომსახურების ეროვნულ სტანდარტებს. 

ეს ჩარჩო ეფუძნება ბავშვის ჰოლისტური განვითარების (ფიზიკური, კოგნიტიური, ემოციური და სოციალური უნარების) ხელშეწყობის იდეას და MKU-ის საერთაშორისო გამოცდილებას აკავშირებს სკოლამდელი განათლების მომსახურების მიწოდების ადგილობრივი პრაქტიკის კონტექსტთან.

Scroll