მონტესორი უნივერსი

დღის განრიგი

09:30 – 10:00 | მოსწავლეების მიღება და თავისუფალი თამაში

• მოსწავლეები მოდიან, ეჩვევიან გარემოს და ამზადებენ თავიანთ ნივთებს;
• ამ დროს თავისუფლად თამაშობენ, რაც მათ დამშვიდებასა და დღისთვის მომზადებაში ეხმარება.

10:00 – 10:30 | საუზმე

10:30 – 12:00 | დამოუკიდებელი სამუშაო დრო („სამუშაო ციკლი“)

მოსწავლეები თავად ირჩევენ აქტივობებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ზონიდან:

პრაქტიკული ცხოვრება (მაგალითად: ხელების დაბანა, ჭურჭლის გარეცხვა);
სენსორული აქტივობები (ფერები, ფორმები, ფაქტურები);
ენა და მეტყველება (წიგნების კითხვა, ასოების ამოცნობა);
მათემატიკა (რიცხვების თვლა, მანიპულაციური თამაშები);
კულტურული განათლება (ბუნება, მუსიკა, ხელოვნება).

პედაგოგი პირდაპირ მითითებებს არ აძლევს, მაგრამ აკვირდება და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს.

12:00 – 13:00 | გარე აქტივობები (ეზოში თამაში, ბუნებაში სეირნობა)

თავისუფალი დრო სუფთა ჰაერზე:

• ფიზიკური ვარჯიშები (ზოგ შემთხვევაში იოგას კლასი);
• ბუნებაზე დაკვირვება;
• გუნდური თამაშები.

13:00 – 13:30 | მსუბუქი წახემსება და დასვენება

13:30 – 14:30 | მშვიდი საათი (დასვენება ან წყნარი აქტივობები)

• მოსწავლეები ჩუმად ათვალიერებენ წიგნებს, ხატავენ ან ძერწავენ.

14:30 – 15:15 | სადილი

15:15 – 17:00 | თემატური აქტივობები და პროექტები


ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები მოიცავს:

• მუსიკა და ხელოვნება;
• სამეცნიერო ექსპერიმენტები;
• გეოგრაფია და კულტურული აქტივობები.

17:00 – 17:30 | სამხარი

17:30 – 18:15 | დღის შეჯამება და სახლში წასვლა


• მოსწავლეები აგროვებენ თავიანთ ნივთებს, ალაგებენ გარემოს და ემზადებიან სახლში წასასვლელად.

Scroll