„ბავშვებისთვის გაკეთებული ყველაზე დიდი საჩუქარი პასუხისმგებლობის ფესვები და დამოუკიდებლობის ფრთებია“. – მარია მონტესორი.
„მონტესორი უნივერსი“ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო დაწესებულებაა, რომელიც ფრანჩაიზინგის გზით დაფუძნდა. მონტესორის გარემოში მოსწავლე აღმომჩენი, მკვლევარი და სწავლების პროცესის მთავარი მოქმედი პირია, პედაგოგი კი – დამკვირვებელი, მხარდამჭერი და ბავშვის განვითარების მეგზური.
„მონტესორი უნივერსის“ ფუნქციაა:
• დამოუკიდებლობის განვითარება – ბავშვებს ეძლევათ თავისუფლება, თავად აირჩიონ საქმიანობა და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები;
• მოტივაციის გაღვივება – სწავლება ბუნებრივად, თამაშითა და პრაქტიკული საქმიანობით ხდება;
• კონცენტრაციის გაუმჯობესება – პატარები სწავლობენ ყურადღების ფოკუსირებას კონკრეტულ ამოცანებზე;
• სოციალური უნარების განვითარება – მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ, ეხმარებიან ერთმანეთს და სწავლობენ თანამშრომლობას;
• ინდივიდუალური ტემპის პატივისცემა – მონტესორის გარემოში თითოეული ბავშვი თავისი უნარების შესაბამისად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ვითარდება.
მონტესორის ბაღი მოსწავლის არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ემოციური, სოციალური და პრაქტიკული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
საგანმანათლებლო პროგრამა:
მონტესორის ბაღის საგანმანათლებლო პროგრამა დაყოფილია რამდენიმე ძირითად მიმართულებად, რომლებიც მოსწავლეს სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება, ესენია:
1. პრაქტიკული ცხოვრება – ყოველდღიური უნარების განვითარება დამოუკიდებლობისა და თვითდისციპლინის ჩამოსაყალიბებლად.
• დამოუკიდებლად ჩაცმა და კვება;
• გარემოს მოწესრიგება (ნივთების დალაგება, ყვავილების მორწყვა და სხვა);
• სოციალური უნარების განვითარება (მისალმება, მადლობის თქმა, ზრდილობიანი კომუნიკაცია).
2. სენსორული განათლება – აღქმისა და ანალიზის უნარების გასაძლიერებლად.
• ფერების, ფორმებისა და ფაქტურების ცნობა;
• სუნისა და გემოს განსხვავება;
• ბგერებისა და ტონალობების აღქმა;
• სენსორული თამაშები (მაგ. ქვიშისა და წყლის სათამაშოები).
3. მათემატიკა – რიცხვებისა და მათემატიკური ოპერაციების შესწავლა ხელშესახები მასალების საშუალებით.
• რიცხვების აღქმა და თვლა;
• მათემატიკური მოქმედებების (მიმატება, გამოკლება) გაცნობა;
• გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.
4. ენა და კომუნიკაცია – მეტყველებისა და წერა-კითხვის უნარის განვითარება.
• ბგერებისა და ასოების გაცნობა;
• სიტყვებისა და წინადადებების წარმოთქმა;
• წიგნების კითხვა და მოთხრობების თხრობა.
5. კულტურული განათლება – ბუნების, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის სხვადასხვა მიმართულების გაცნობა.
• გეოგრაფია (მსოფლიოს ქვეყნები, კონტინენტები);
• ბუნება (მცენარეები, ცხოველები, კლიმატი);
• ხელოვნება და მუსიკა.
ამგვარი კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამის წყალობით ბავშვები უფრო საფუძვლიანად ეცნობიან გარე სამყაროს, იღვივებენ ცნობისმოყვარეობას, იძენენ ცხოვრებისეულ უნარებს, სწავლობენ მრავალფეროვნების დაფასებას.
ეს ჰოლისტური მიდგომა თავდაჯერებულ, მრავალმხრივ განვითარებულ, წარმატებულ და შემდგარ ინდივიდად ჩამოყალიბების წინაპირობაა.