მონტესორი უნივერსი

კვების მენიუ

ჩვენს ბაღში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კვებას, ვინაიდან სწორი კვება პირდაპირ კავშირშია ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობასთან. მკაცრადაა დაცული კვების ბლოკის აღჭურვილობის, პროდუქტის შენახვისა და საკვების მომზადების მოთხოვნები. კვების ორგანიზება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება #487-ის ტექნიკური რეგლამენტის – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ – გათვალისწინებით ხორციელდება. 

ბაღს ყოველდღე მიეწოდება ახალი, მაღალი ხარისხის, სანიტარული ნორმების დაცვით ტრანსპორტირებული საკვები პროდუქტი, რომელიც შემდგომ, ასევე სანიტარული ნორმების გათვალისწინებით, ინახება ადგილზე. პროდუქტის მიღებას ესწრება და მის ხარისხს აკონტროლებს ბაღის წარმომადგენელი.

ბაღში ოთხჯერადი მრავალფეროვანი კვებაა: საუზმე, სადილი და ორი წახემსება (ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, 1292 კკ-ის გათვალისწინებით). მენიუში  უხვად და  სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი რძის პროდუქტები, კვერცხი, ახლად დაკლული საქონლის ხორცი, თევზი, ქათამი, ბოსტნეული, ჩაი, ბურღულეული, პური, ხილი და ა.შ.

დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება შემდეგი სქემით ნაწილდება:

• საუზმე ≈ 20 %;
• წახემსება I ≈ 10 %;
• სადილი ≈ 30 %;
• წახემსება II (სამხარი) ≈ 15 %.

ჯამში: 75 % – 1292 კკ.

Scroll