ბაღში ჩარიცხვის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
• რეგისტრაცია: ელექტრონული ფორმის შევსება;
• დოკუმენტების წარმოდგენა: რეგისტრირებული ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა ადგილზე;
• ჩარიცხვა: ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმება.
ჩარიცხვის ვადები:
• რეგისტრაცია: ყოველი წლის 1 მაისიდან 30 აგვისტომდე. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფები 30 აგვისტომდე შეივსო, რეგისტრაცია ვადაზე ადრე დაიხურება;
• ჩარიცხვა: დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
ჩარიცხვის წინაპირობა:
ბავშვები ირიცხებიან შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:
• 3-დან 4 წლამდე;
• 4-დან 5 წლამდე;
• 5-დან 6 წლამდე.
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები მრავალასაკობრივ ჯგუფებში ნაწილდებიან, სადაც თითოეულ ჯგუფში ირიცხება არაუმეტეს 22 ბავშვისა.
რეგისტრაცია შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:
• მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ავსებს ელექტრონულ ფორმას, სადაც უთითებს ბავშვისა და თავის პერსონალურ მონაცემებს, ჩარიცხვის სასურველ პერიოდს;
• რეგისტრაციის დასრულებისთანავე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი იღებს ელექტრონულ შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ.
აქტივაცია შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:
• მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წარმოადგენს აუცილებელ საბუთებს (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა, ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტაცია);
• საბუთების მიღების შემდეგ დოკუმენტაციას ამოწმებს პასუხისმგებელი პირი;
• სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბაღის დირექტორი გასცემს ბავშვის ჩარიცხვის ბრძანებას.