მონტესორი უნივერსი

ჩვენი გუნდი

მონტესორის ბაღის გუნდი შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე პროფესიონალებისგან, რომლებსაც საერთაშორისო ტრენინგები აქვთ გავლილი. ისინი ერთად ქმნიან ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ, მისი დამოუკიდებლობის ხელშემწყობ, უსაფრთხო გარემოს.

რა განასხვავებს მონტესორის ბაღის მასწავლებელს სხვა მასწავლებლებისგან?

მონტესორის ბაღის მასწავლებლები („მეგზურები“) ტრადიციული ბაღების მასწავლებლებისგან არა მხოლოდ სწავლების მეთოდით, არამედ მოსწავლეებთან ურთიერთობის ფილოსოფიითაც განსხვავდებიან. მათი მთავარი მიზანი ბავშვის დამოუკიდებლობის, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობისა და თვითდისციპლინის წახალისებაა.

მონტესორის მასწავლებელი, მკაცრი მითითებებისა და მზა გაკვეთილების ჩატარების ნაცვლად, მოქმედებს, როგორც მეგზური, დამხმარე, რომელიც ბავშვს დამოუკიდებლად სწავლისა და აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

მისი ამოსავალი წერტილი კონკრეტული ბავშვია, ამიტომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უდგება, ჯგუფურ თეორიულ გაკვეთილებს თუ სტანდარტულ სახელმძღვანელოებს პრაქტიკული მეცადინეობებითა და თავისუფალი აქტივობებით ანაცვლებს, რითაც ბავშვის თვითშემეცნებას უწყობს ხელს.

აღმზრდელი პედაგოგი („მეგზური“):

• მოქმედებს, როგორც დამხმარე, დამკვირვებელი და მხარდამჭერი;
• ქმნის შრომის, კონცენტრაციისა და სიმშვიდისთვის აუცილებელ გარემოს;
• ახალისებს დამოუკიდებლობასა და თვითშემეცნებას მოსწავლეებში;
• აკვირდება/აფასებს ბავშვის ინტერესებს და შესაბამისად სთავაზობს სხვადასხვა აქტივობას.

აღმზრდელი:

• ეხმარება „მეგზურს“ ჯგუფის მართვასა და დღის რუტინის გაძღოლაში;
• აწესრიგებს გარემოს და თვალყურს ადევნებს ბავშვების უსაფრთხოებას;
• ეხმარება მოსწავლეებს ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებასა და პირადი ჰიგიენის დაცვაში.

ადმინისტრაცია / დირექტორი:

• მართავს ბაღის საორგანიზაციო საკითხებს: პერსონალი, მშობლებთან კომუნიკაცია, ფინანსები და პროგრამების განხორციელება; 
• აკონტროლებს ბაღის მონტესორის პრინციპებთან და საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობას;
• უზრუნველყოფს გუნდში პროფესიულ განვითარებას და საერთო მიზნების მიღწევას;
• იცავს კანონმდებლობასა და შიდა რეგულაციებს.

„მონტესორი უნივერსის“ გუნდის თითოეულ წევრს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ჯანსაღი, კეთილგანწყობილი ატმოსფეროს, საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნაში.

ანი ახალკაცი ანი ახალკაცი
ანი ახალკაცი გენერალური მენეჯერი
ნინო გოცაძე ნინო გოცაძე
ნინო გოცაძე „მეგზური“
თამარ ხუტიაშვილი თამარ ხუტიაშვილი
თამარ ხუტიაშვილი „მეგზური“
ქეთევან ბერიძე ქეთევან ბერიძე
ქეთევან ბერიძე „მეგზური“
თეკლა კაკუშაძე თეკლა კაკუშაძე
თეკლა კაკუშაძე „მეგზური“
მაია კერესელიძე მაია კერესელიძე
მაია კერესელიძე „მეგზური“
მზია ბრეგაძე მზია ბრეგაძე
მზია ბრეგაძე „მეგზური“
ანა ინგოროყვა ანა ინგოროყვა
ანა ინგოროყვა „მეგზური“
მარიამ ღარიბაშვილი მარიამ ღარიბაშვილი
მარიამ ღარიბაშვილი „მეგზური“
სოფო გაფრინდაშვილი სოფო გაფრინდაშვილი
სოფო გაფრინდაშვილი „მეგზური“
ნონა ჭყონია ნონა ჭყონია
ნონა ჭყონია „მეგზური“
მანანა ზათიაშვილი მანანა ზათიაშვილი
მანანა ზათიაშვილი „მეგზური“
მარიამ მაისურაძე მარიამ მაისურაძე
მარიამ მაისურაძე „მეგზური“
ქეთევან დავითაშვილი ქეთევან დავითაშვილი
ქეთევან დავითაშვილი მუსიკისა და მოძრაობის პედაგოგი
ქეთევან კუკულაშვილი ქეთევან კუკულაშვილი
ქეთევან კუკულაშვილი ექიმი
მზია შარაშიძე მზია შარაშიძე
მზია შარაშიძე სოციალური მედიის მენეჯერი
ნათია ჭახრაკია ნათია ჭახრაკია
ნათია ჭახრაკია სოციალური მედიის ადმინისტრატორი
Scroll