ჩვენი მიზანია, დავაკვირდეთ ბავშვებს – „მოსწავლეებს“, როგორც მათ მოვიხსენიებთ – და ინდივიდუალური ტემპის შესაბამისად შევუწყოთ ხელი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, დამოუკიდებლობის, თვითდისციპლინის განვითარებაში.
„მონტესორი უნივერსის“ მისიაა, შექმნას მონტესორის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დამოუკიდებლობას, შემოქმედებით განვითარებასა და ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებას თანასწორობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით. მონტესორის ბაღის უმთავრესი საზრუნავია მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა მის ბუნებრივ ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით.