8 მაისს საქართველოში მონტესორის პირველი ოფიციალური, საერთაშორისო ბაღის – „მონტესორი უნივერსი“ – ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიებას, სახელწოდებით „პატარა ნაბიჯები – დიდი მომავალი“ მონტესორის ფონდის პრეზიდენტი, მონტესორის საერთაშორისო საბჭოს დამფუძნებელი ტიმ სელდინი (Tim Seldin) უძღვებოდა. ცნობილ ავტორსა და განმანათლებელს მონტესორის საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 50-წლიანი გამოცდილება აქვს. თავისი კარიერის განმავლობაში ტიმ სელდინი რამდენიმე სკოლის წამყვანი პედაგოგი და აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.
შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა ახალი ბაღის მიზნების, ამოცანებისა და უპირატესობების შესახებ, გაუზიარა აუდიტორიას ცოდნა მონტესორის პრინციპების, მეთოდოლოგიის, პედაგოგიური მიდგომებისა და ბავშვთა ადრეული განათლების მნიშვნელობაზე.
„მონტესორი უნივერსი“ თბილისში სექტემბერში გაიხსნება.
მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.