მონტესორის პედაგოგები ანუ „მეგზურები“, როგორც მათ ვუწოდებთ, არა მხოლოდ ასწავლიან – ისინი ქმნიან საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც პატივს სცემს ბავშვის ბუნებრივ განვითარებას და ხელს უწყობს მის დამოუკიდებლობას.
ცოდნის გაღრმავებისა და კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით ჩვენმა „მეგზურებმა“ წარმატებით გაიარეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66-საათიანი ტრენინგმოდული. ამჟამად ისინი მონტესორის პროფესიული განათლების 6-თვიან პროგრამას გადიან.
პედაგოგის განათლება მონტესორის ბაღში მხოლოდ აკადემიური ცოდნა არ არის. ეს შინაგანი გარდასახვა და იმის სწავლაა, თუ როგორ უნდა გავუძღვეთ ბავშვს განვითარების გზაზე.