ჩვენს საბავშვო ბაღში განსაკუთრებული ინტერიერი დაგხვდებათ – აქ ყველაფერი მოსწავლის ბუნებრივი განვითარების მხარდაჭერას ემსახურება.
მონტესორის ბაღის ავეჯის ძირითადი მახასიათებლებია:
• შესაბამისი ზომა: ყველაფერი ბავშვების სიმაღლეზეა მორგებული, რათა მათ იოლად მიუწვდებოდეთ ხელი სასურველ ნივთებზე;
• მობილური: მოსწავლეები დაუბრკოლებლად შეძლებენ გადაადგილებას, რაც მათ დამოუკიდებლობასა და თავდაჯერებულობას გაზრდის;
• ბუნებრივი მასალა: გამოყენებულია ხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალა;
• მარტივი და ესთეტიკური დიზაინი: ჩვენი ავეჯი სადა, მარტივი და მოსახერხებელია. არანაირი გადატვირთული ფორმები და ფერები!
• ღია თაროები: ნივთები თვალსაჩინოდ და ორგანიზებულად იქნება დალაგებული, რათა ბავშვმა თავად აირჩიოს, რით დასაქმდეს.
მოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: +995 577900515
ელფოსტა: info@montessori-universe.com