„მონტესორი უნივერსს“ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
იტალიის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ, როგორც მონტესორის ბაღის კურსდამთავრებულმა, ისაუბრა საქართველოში მონტესორის მეთოდის დანერგვისა და ბავშვთა სკოლამდელი განათლების, როგორც მომავალში მნიშვნელოვანი საფუძვლის მნიშვნელობაზე. მან ასევე გაიხსენა მონტესორის ბაღში გატარებული ერთი დღე:
„მახსოვს, როცა მონტესორის ბაღში ვსწავლობდი, ერთი კარტოფილი მზეზე დაგვადებინეს, ხოლო მეორე – სიბნელეში. სიბნელეში კარტოფილს არაფერი მოუვიდა, მზეზე კი გამწვანდა, ვინაიდან მზის სხივების ზემოქმედებით ბოლქვში ქლოროფილის გამომუშავება დაიწყო, რამაც მას მწვანე ფერი მისცა. ასეთი ამბები ხდება მონტესორის ბაღში“.