გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველაფერი იცვლება: დილაობით შაშვი იწყებს გალობას, ბალახს ხასხასა მწვანე ეპარება, მზეც უფრო მეტად გათბობს... ტყეც ცოცხლდება: ზამთარში მიძინებული ცხოველები ბუნაგებსა და სოროებს ტოვებენ, საკვების ძებნას იწყებენ და ახალი სიცოცხლისთვის ემზადებიან.
მზის სხივებმა ბაღშიც შემოანათა და „დათვების პიკნიკის“ მოწყობა გადავწყვიტეთ: ჩვენს ეზოში ბავშვების საყვარელ ფუმფულა სათამაშოებს მათივე გამომცხვარი მაფინებით გავუმასპინძლდით და ზამთრის ძილიდან სიტკბოთი გამოვაღვიძეთ.