„მონტესორი უნივერსის“ პირველი სასწავლო წელი დასრულდა! ეს პერიოდი განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო თითოეული ჩვენგანისთვის.
სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოვაწყვეთ, სადაც მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი თვალით ენახათ, როგორ გაიზარდნენ და განვითარდნენ ბავშვები, რამდენი ახალი უნარი შეიძინეს ამ ერთი წლის განმავლობაში. ყოველი ნამუშევარი პატარების ინტერესების, შემოქმედებითობის, დამოუკიდებლობისა და „მონტესორი უნივერსში“ განვლილი გზის საუკეთესო ილუსტრაციას წარმოადგენდა.
მადლობას ვუხდით ჩვენს მშობლებს ნდობის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
მადლობა პედაგოგებს სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და თავდადებით შექმნილი გარემოსთვის, სადაც ბავშვებს ყოველდღიურად ეძლეოდათ სამყაროს საკუთარი ტემპით შემეცნების საშუალება.
და, რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პატარებს!
წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა, წინსვლა და ლამაზი ისტორია გველის!