13 ნოემბერს „მონტესორი უნივერსში“ კერძო სკოლების დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს ვუმასპინძლეთ.
საინფორმაციო ტურზე სიამოვნებით გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და პროფესიული გამოცდილება ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ბავშვებისთვის მნიშვნელოვან გარემოს.
სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენი სივრცე: საკლასო ოთახები, სათამაშოები, მასალები სხვადასხვა აქტივობისთვის, გარე ტერიტორია; გაეცნენ მონტესორის საგანმანათლებლო მიდგომასა და ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ჩვენი მეთოდოლოგია ეყრდნობა.