არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს! „მონტესორი უნივერსს“ ავტორიზაციის საბჭომ 4 წლის ვადით მიანიჭა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსი.
პირველი ავტორიზებული კერძო ბაღის სტატუსი ადასტურებს, რომ ბაღი სრულად აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ბავშვზე ორიენტირებული გარემოსთვის დადგენილ მოთხოვნებს. ეს ის შედეგია, რომლითაც სამართლიანად ვამაყობთ.
რას ნიშნავს ავტორიზაცია?
ავტორიზებული სკოლამდელი დაწესებულება ნიშნავს, რომ ბაღი:
• უსაფრთხოა მოსწავლეებისთვის;
• აქვს შესაბამისი რესურსი ბავშვის განვითარებისთვის;
• აკმაყოფილებს კვებით, სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს;
• აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
• ჰყავს კვალიფიციური პერსონალი;
• მუშაობს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად;
• ექვემდებარება შემოწმებასა და კონტროლს.
ავტორიზაცია გვაძლევს პასუხისმგებლობას, შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები და განვაგრძოთ განვითარება ისე, რომ თითოეული ბავშვის საჭიროება იყოს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი. ეს არის მიღწევა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, ისე – განათლების სფეროსთვის მთლიანობაში.