27 ნოემბერს „მონტესორი უნივერსმა“ პედიატრ და ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ლექციას უმასპინძლა, თემაზე: როდის არის ალერგია სერიოზული?
საუბრისას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იქნა მიმოხილული, როგორებიცაა:
• რომელი სიმპტომებია საშიში?
• რა უნდა ვქნათ მწვავე ალერგიული რეაქციისას?
• როგორ დავიცვათ ბავშვი ალერგენებისგან ყოველდღიურ ცხოვრებაში?
• როდისაა აუცილებელი ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევები?
შეხვედრა მეგობრულ, თბილ გარემოში წარიმართა და მშობლებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხი.