მარტში „მონტესორი უნივერსის“ გუნდის პროფესიული განვითარებისთვის არაერთი საინტერესო დისკუსია და ტრენინგი ჩატარდა.
შეხვედრების ფარგლებში ვიმსჯელეთ მონტესორისა და რეჯიო ემილიას (ბავშვის განვითარებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც კარგად ერწყმის და უფრო შემოქმედებითს ხდის მონტესორის მეთოდს) კურიკულუმების პრაქტიკაში დანერგვის დადებით მხარეებსა და თანმდევ სირთულეებზე; განვიხილეთ პრიორიტეტული ამოცანები, ძირითადი და დამხმარე პროცესები, ასევე დღის განრიგები, რაც, ჩვენი აზრით, მოსწავლეთა განვითარების მთავარი ღერძია.