„მონტესორი უნივერსისა“ და „ბიბლუსის“ ერთობლივი ინიციატივით ბავშვებისთვის „პრაქტიკული ცხოვრების“ შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში პატარებმა საინტერესო დავალებები შეასრულეს, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედების წახალისებას, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.