11-12 ივლისს, ლოპოტას ტბაზე, „მონტესორი უნივერსისა“ და „ლოპოტა სპა რეზორტის“ თანამშრომლობით სახალისო, შემეცნებითი საბავშვო ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობები მონტესორის მეთოდოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას – „პრაქტიკულ ცხოვრებას“ – უკავშირდებოდა. პატარებმა სხვადასხვა ყოველდღიური დავალება შეასრულეს, რაც სამომავლოდ დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას შეუწყობს ხელს და აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას წაახალისებს.