„მონტესორი უნივერსი“ სექტემბერში პირველი მოსწავლეების მისაღებად ემზადება.
ახლად აშენებული საბავშვო ბაღის დათვალიერებისა და მონტესორის მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით აგვისტოში ღია კარის დღის რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. დაინტერესებულმა მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მონტესორის საგანმანათლებლო ფილოსოფიისა და სასწავლო პროგრამის შესახებ, ახლოდან გაიცნეს ბაღის ადმინისტრაცია და პედაგოგები.
ღია კარის დღეებს საბავშვო ბაღის მომავალი მოსწავლეებიც დაესწრნენ. პატარებსაც მიეცათ იმ გარემოს მონახულების საშუალება, რომელიც მალე მათი სასწავლო სივრცე გახდება.