გამომცემლობა „ლიბრუმსა“ და „კაიკონასთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა „მონტესორი უნივერსში“ ბავშვებს თავისი ჯადოსნური წიგნი „ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“ წაუკითხა.
ესაა ძილისპირული ამბავი, რომელიც ყოველდღიური თავგადასავლებით დაღლილ პატარებს მშვიდად ჩაძინებაში ეხმარება. ტექსტის წყნარი რიტმი ბავშვებში აღვიძებს მადლიერების შეგრძნებას საკუთარი სხეულისა და სამყაროსადმი.