თავგადასავალი შედგა! წინ ახალი აღმოჩენებია!
6 ივნისს ლისის ტბაზე 2,5-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის „მონტესორი უნივერსის“ შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ჩატარდა. პატარები მონტესორის პრაქტიკული ცხოვრების საოცარ სამყაროში გადაეშვნენ და ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში.
უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს ასეთი საოცარი ენერგიისა და დადებითი ემოციებისთვის!
მალე ისევ შევხვდებით! წინ კიდევ უამრავი საინტერესო ღონისძიება გველის!