ჩვენ შევეცადეთ, შეგვექმნა სივრცე, რომელიც ბავშვის თავისუფალ და დამოუკიდებელ განვითარებას ემსახურება, პატივს სცემს მის უნიკალურობას, ტემპსა და ინდივიდუალურობას.
შენობა ადრეული განათლების დაწესებულების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და დაპროექტდა. ავეჯი და მასალა ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხისაა. ჩვენი პედაგოგები გადამზადების ექვსთვიან კურსს აშშ-ში, მონტესორის სასწავლო ცენტრში გადიან.
„მონტესორი უნივერსის“ მისიაა, შექმნას მონტესორის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დამოუკიდებლობას, შემოქმედებით განვითარებასა და ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებას თანასწორობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით.
მადლობას ვუხდით ყველა სტუმარს, რომლებიც ჩვენ გვერდით იყვნენ ამ მნიშვნელოვან დღეს.