მონტესორის საერთაშორისო, ოფიციალური ბაღი „მონტესორი უნივერსი“ სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის ემზადება. იანვრიდან ახალ მოსწავლეებს მივიღებთ!
„მონტესორი უნივერსი“ დიდი სამყაროსკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენთან თქვენი ბავშვი საჭირო ცოდნასაც შეიძენს და აუცილებელ ცხოვრებისეულ უნარებსაც ეზიარება.
ბაღის გარემო ისეა დაგეგმილი, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თავისი უნარების გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა. ეს საუკეთესო გზაა მათი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის წასახალისებლად.
რეგისტრაცია 28 ნოემბერს დაიწყო.