JBS სკოლამ და მონტესორის საერთაშორისო ბაღმა „მონტესორი უნივერსი“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
პარტნიორობა მიზნად ისახავს უწყვეტი განათლების ხელშეწყობასა და ბაღის აღსაზრდელებისთვის JBS სკოლაში ჩარიცხვის პრიორიტეტული პირობების შეთავაზებას. ორივე მხარე მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მოსწავლეების განვითარებაში და უზრუნველყოს მათი წარმატებული სასკოლო მომავალი.