„მონტესორი უნივერსის“ მოწვევით თბილისს მონტესორის საერთაშორისო ასოციაციის (AMI) 0-3 და 3-6 დიპლომების მფლობელი მილი პაჟიცკა (ჩეხეთი) ესტუმრა. მილი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ადრეული ასაკის ბავშვთა ჯგუფში, ბოლო 10 წელია მუშაობს 3-დან 6 წლამდე ასაკის მოსწავლეებთან, ხელმძღვანელობს პროგრამას მონტესორის ერთ-ერთ საუკეთესო ბაღში და აქტიურადაა ჩართული ორენოვანი პროგრამის განვითარებაში.
შეხვედრა 13 აგვისტოს „მონტესორი უნივერსში“ გაიმართა. სტუმარმა განვლილ გზაზე, თავის გამოცდილებაზე, მონტესორის მეთოდის მნიშვნელობაზე, მონტესორის სამყაროს ღირებულებებსა და, ზოგადად, ბავშვთა ადრეულ განათლებაზე ისაუბრა.