30 მაისს სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ ვაკის პარკის ფილიალმა „მონტესორი უნივერსისა“ და „პეპელას“ ერთობლივ ღონისძიებას უმასპინძლა.
ბავშვებს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობასა და სახალისო თამაშში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ. ეს დღე მათთვის ახალი გამოცდილების, საინტერესო აღმოჩენებისა და უამრავი დადებითი შთაბეჭდილების მომტანი აღმოჩნდა.
მადლობას ვუხდით „პეპელას“ თანამშრომლობისთვის, სტუმრებს კი – აქტიურობისა და ენთუზიაზმისთვის.