„მონტესორი უნივერსს“ სამხრეთ კორეიდან სეულის მონტესორის ბაღის წამყვანი პედაგოგი სუ კუნ პაკი (Su Kyung Park) ეწვია.
ეს ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცესთან დაგვეკავშირებინა და ერთმანეთისთვის მონტესორის მეთოდის პრაქტიკული გამოცდილება გაგვეზიარებინა.
კორეელ კოლეგასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა: მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, მონტესორი უნივერსალურია! მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბავშვის მიმართ პატივისცემა, დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და ბუნებრივი განვითარების ხელშეწყობა ჩვენი საერთო, უცვლელი ღირებულებაა.