საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით „მონტესორი უნივერსის“ მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების მართვის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
შეხვედრის მიზანი იყო ბავშვების მიერ საკუთარი თავისა და ერთმანეთზე ზრუნვის მნიშვნელობის გაცნობიერება, ასევე სხვადასხვა სიტუაციაში (მაგ.: ხანძარი, მიწისძვრა, ევაკუაცია) მშვიდი და სწორი რეაგირების სწავლება.