ყოველი ბავშვი უნიკალურია

მონტესორის პირველი საერთაშორისო, ლიცენზირებული ბაღი საქართველოში

დარეგისტრირდი
logo
„მონტესორი უნივერსი“

ჩვენ შესახებ

„მონტესორი უნივერსი“ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო დაწესებულებაა, რომელიც ფრანჩაიზინგის გზით დაფუძნდა.

გაიგე მეტი რეგისტრაცია
ინდივიდუალური სწავლება

მონტესორის მეთოდი აქცენტს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე აკეთებს. თითოეული ბავშვი თავისი ტემპით ვითარდება, ამიტომ სწავლების დროს მასწავლებელი პატარების უნიკალური ტემპითა და ინტერესებით ხელმძღვანელობს.

თავისუფლება და საზღვრები

ბავშვებს ეძლევათ თავისუფლება, აირჩიონ რა და როგორ ისწავლონ, მაგრამ ეს თავისუფლება ყოველთვის გარკვეული წესებით დარეგულირებულ საზღვრებშია მოქცეული. ამ გზით პატარები პასუხისმგებლობასა და თვითკონტროლს სწავლობენ.

მასალები და გარემო

მონტესორის გარემო მოიცავს სპეციალურად შექმნილ მასალებს, რომლებიც ბავშვებს დაკვირვების, სენსორული და პრაქტიკული შემეცნების შესაძლებლობას აძლევს. პატარები სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულნი, რაც მათ კოგნიტიურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

01
სიახლეები

„მონტესორი უნივერსის“ შაბათის ბაღი – სამყაროს შეცნობა საკუთარი გამოცდილებით

რა მოხდება, თუ შაბათი, ჩვეულებრივი დასვენების დღის ნაცვლად, პატარა მეცნიერის, გამომგონებლის, არქიტექტორის ან მკვლევრის შემოქმედებით დღედ გარდაიქმნება?„მონტესორი უნივერსის“, საერთაშორისო, ავ...

სრულად ნახვა
02
სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 8-9 ოქტომბერს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.მონაწილეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, სკოლამდელი განათლების სისტემასა...

სრულად ნახვა
03
სიახლეები

„მონტესორი უნივერსში“ ახალ სასწავლო წელს გახსნილად ვაცხადებთ!

10 სექტემბერს „მონტესორი უნივერსში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.თუ გსურთ, თქვენმა პატარამ სწავლა და განვითარება უსაფრთხო, ჯანსაღ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელოს:...

სრულად ნახვა
Scroll