განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 8-9 ოქტომბერს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
მონაწილეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, სკოლამდელი განათლების სისტემასა და ავტორიზაციის პროცესზე იმსჯელეს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ნინო კიკნაძემ, საქართველოში ერთადერთი ავტორიზებული კერძო ბაღის, „მონტესორი უნივერსის“, დირექტორმა. მან ავტორიზაციის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სკოლამდელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან, გაიარონ ავტორიზაცია და დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები.