სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება „მონტესორი უნივერსმა“ და „მწვანე სკოლა“ – საბურთალომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის მიზანია სკოლამდელი განათლებიდან დაწყებით საფეხურზე გადასვლის პროცესის გამარტივება, მოსწავლეთა ადაპტაციის მხარდაჭერა და თანამედროვე გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
პარტნიორობა ემყარება ბავშვის ინდივიდუალური განვითარების პატივისცემას, დამოუკიდებლობის წახალისებასა და პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარებას.