„მონტესორი უნივერსმა“ და „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ბავშვზე ორიენტირებულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას ემსახურება.
თანამშრომლობა მოიცავს:
• მოსწავლეებისა და მშობლების მხარდაჭერას ბავშვების სკოლაში გადასვლის პროცესში;
• გაცნობით ვიზიტებსა და ერთობლივ შეხვედრებს;
• პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარებას;
• ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.
ჩვენი საერთო მიზანია, განათლების შემდგომ ეტაპზე გადასვლა იყოს თანმიმდევრული, მშვიდი და ბავშვის განვითარების ბუნებრივ ტემპზე მორგებული პროცესი.
Ad Vitam Paramus – ვამზადებთ ცხოვრებისთვის!