ბუნების გაკვეთილი ოთხ კედელში ვეღარ ჩავატიეთ, კლასიდან ეზოში გადავიტანეთ და ერთად დავრგეთ ხეები.
ეს დიდი აღმოჩენების დღე იყო, რადგან ბავშვებმა, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად, საკუთარი თვალით ნახეს და შეიგრძნეს, როგორ იწყება ახალი სიცოცხლე.