10 დეკემბერს „მონტესორი უნივერსში“ გაიმართა შეხვედრა განათლების ადმინისტრირების მაგისტრ, ფსიქოლოგ გიორგი დემეტრაშვილთან, რომელიც „მონტესორი უნივერსის“ კონსულტანტია სასწავლო პროცესის მართვისა და მწვავე ქცევითი სირთულეების საკითხებში.
შეხვედრის თემა – „ბავშვის განვითარების თანმხლები პროცესები – გამოწვევები, გამკლავების გზები და ემოციური მხარდაჭერა რთული ქცევის დროს“ – მეტად აქტუალური აღმოჩნდა დამსწრეთათვის. ინტერაქციული დისკუსიის დროს მშობლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.