ჰელოუინის ტრადიცია თავისი ფესვებით უძველეს კელტურ დღესასწაულ „სამჰეინს“ უკავშირდება, რომელიც მოსავლის აღებას აღნიშნავდა. ამ დღეს ადამიანები კოცონს ანთებდნენ და ბოროტი სულების დასაფრთხობად სხვადასხვა კოსტიუმს იცვამდნენ.
დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი საზოგადოების ერთობლივ, მხიარულ დღესასწაულად გადაიქცა გოგრისგან გამოკვეთილი ფიგურებითა და კოსტიუმებში გამოწყობილი, ტკბილეულის მოსაპოვებელ ლაშქრობებში ჩაბმული ბავშვებით.
ჩვენი, მონტესორის მიდგომით, ეს დღე ისე აღვნიშნეთ, რომ ბავშვებს ჰელოუინისთვის დამახასიათებელი მხიარულებითაც მიეღოთ სიამოვნება და მისი ისტორიული თუ კულტურული არსიც გაეგოთ:
• გავერკვიეთ, სად და რა მიზნით დაიბადა ეს ტრადიცია და როგორ შეიცვალა მისი აღნიშვნა დროთა განმავლობაში;
• გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის შემოდგომის დღესასწაულებს;
• ვისაუბრეთ ისტორიულ კოსტიუმებსა და მათ მნიშვნელობაზე;
• შევისწავლეთ გოგრის, როგორც ნაყოფის, ბუნებრივი ციკლი სიმკვრივიდან ლპობამდე;
• შევქმენით ხელნაკეთი ნამუშევრები შემოდგომისა და გოგრის თემაზე.
დღის ბოლოს კი, სადღესასწაულოდ გამოწყობილებმა, გემრიელი გოგრა მივირთვით.